Top
ონლაინ დახმარება

 

ბორჯომში იურიდიული დახმარების საბჭოს გასვლითი შეხვედრა გაიმართა

6-8 ივლისს ,  ბორჯომში იურიდიული დახმარების საბჭოს გასვლითი შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრა ორგანიზებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)/ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის(EWMI) პროგრამის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG), ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის მიერ.
როგორც ცნობილია, იურიდიული დახმარების საბჭოს ახალი შემადგენლობა 2018 წლის მარტიდან შეუდგა მუშაობას. გასვლითი შეხვედრის მიზანი იყო, შემდგარიყო  ეფექტიური კომუნიკაცია საბჭოს წევრებს, იურიდიული დახმარების სამსახურისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის. საბჭოს წევრები დეტალურად გაეცნენ იურიდიული დახმარების სამსახურში მიმდინარე პროცესებს, გამოწვევებს და სამომავლო გეგმებს, რომელმაც უნდა უზრუნვლეყოს როგორც საზოგადოებრივი ადვოკატებისა და კონსულტანტების მუშაობის ხარისხის გაუმჯობესება, ასევე, იურიდიული დახმარების სამსახურის საკომუნიკაციო სტრატეგიის სხვადასხვა მიმართულებით განვითარება.