Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები საერთაშორისო კონფერენციას დაესწრნენ

15 მაისს, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაეროს ბავშვთა ფონდის  (UNICEF) ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენციას თემაზე „სახელმძღვანელო პრინციპები ბავშვზე მორგებული იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ“. 
კონფერენციას ესწრებოდნენ ბავშვთა უფლებების დამცველი  ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა ქვეყნების იურიდიული დახმარების სისტემების წარმომადგენლები, მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესებში ჩართული პრაქტიკოსი ადვოკატები.

საქართველოს დელეგაციის წევრები იყვნენ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე ირაკლი შონია, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი სულხან კომახიძე და „იუნისეფ –საქართველოს“ წარმომადგენელი თეონა კუჭავა. 

კონფერენციაზე აღინიშნა, რომ სახელმძღვანელო პრინციპების მიზანს წარმოადგენს პრაქტიკული და სასარგებლო მითითების მიცემა საჯარო და არასაჯარო სექტორში მოღვაწე იურისტების, იურისტების თანაშემწეების და სხვა ადვოკატებისათვის, რომლებიც იურიდიულ დახმარებას უწევენ ბავშვებს სამოქალაქო, სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ და აღდგენითი მართლმსაჯულების პროცესებში; აგრეთვე, ადამიანის უფლებადამცველ სახელმწიფო, რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანოებთან თანამშრომლობა. აღნიშნული პრინციპების მასშტაბი საკმაოდ ვრცელია და მიმართულია – დახმარება გაუწიოს გამოცდილ და ახალბედა ადვოკატებს მათ ყოველდღიურ საქმიანობაში. 

აღნიშნული სახელმძღვანელო პრინციპები ეფუძნება ბავშვისთვის ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების საერთაშორისო და რეგიონულ სტანდარტებს, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის ზოგად ოთხ პრინციპს: დისკრიმინაციის დაუშვებლობას, სიცოცხლის, გადარჩენისა და განვითარების უფლებას, უფლებას მოუსმინონ და  გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების უპირველესი მნიშვნელობის პრინციპს.

ქართველი იურისტები აქტიურად იყვენენ ჩართული პრაქტიკული სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავების პროცესში. მათ უცხოელ კოლეგებს გაუზიარეს იურიდიული დახმარების სამსახურის მდიდარი გამოცდილება, გააცნეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში, საქართველოში მიღწეული  პროგრესი და გამოწვევები.