Top
ონლაინ დახმარება

 

სიღნაღის ბიუროს იურისტები მოსწავლეებს შეხვდნენ

როგორც ცნობილია, 2016 წლის 1 იანვრიდან იურიდიული დახმარების სამსახური  არასრულწლოვანებს უზრუნველყოფს უფასო იურიდიული დახმარებით. ასევე მნიშვნელოვანია, მოზარდებს ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია სამართლებრივი საკითხების შესახებ. იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები განაგრძობენ ინტენსიურ შეხვედრებს ამ მიმართულებით.

ასეთი სახის შეხვედრა შედგა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის #1 საჯარო სკოლაში. კახეთის – სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტები   სკოლის მოსწავლეებს ესაუბრენ არასრულწლოვანთა უფლებების შესახებ, გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის სფერო, უფასო სამართლებრივი დახმარებით სარგებლობის პირობები.

მოსწავლეებმა გამოხატეს განსაკუთრებული ინტერესი იურისტის პროფესიის მიმართ და დასვეს შეკითხვები მის როლზე არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის კუთხით.
უახლოეს მომავალში საინფორმაციო შეხვედრები მოზარდებთან სიღნაღის მუნიციპალიტეტის სხვა სკოლებშიც განხორციელდება.