Top
ონლაინ დახმარება

 

ფოთის ბიურო საინფორმაციო შეხვედრებს მართავს

მიმდინარე წლის მარტის თვეში  ფოთის  იურიდიული დახმარების ბიურომ საინფორმაციო შეხვედრები გამართა ქალაქ ფოთს და სენაკის მუნიციპალიტეტში.

16 მარტს, ფოთის მერიის შეხვედრის ორგანიზატორი იყო  კულტურულ–ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“, რომელმაც ღონისძიებაზე იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატ ზაზა კვირველიასთან ერთად ასევე მიიწვია ადგილობრივი ხელისუფლების, დევნილთა სამსახურის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი მედიის   წარმომადგენლები.   შეხვედრა მიზნად ისახავდა  გენდერული პრინციპების დანერგვას ადგილობრივ დონეზე და საჯარო სამსახურში ქალთა კვოტირების გაზრდას.

26 მარტს კი, ფოთის  იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა ნათი ბოჯგუამ, ადვოკატებმა  მაია დარასელიამ და ნათია პაჭკორიამ  სენაკის საკრებულოს წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია თუ რა და რა სახის უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს სამეგერლოს–ფოთის ბიურო მოქალაქეებს, რა შეიძლება იყოს ადვოკატის გამოყოფის საფუძვლები სამოქალაქო, ადმინისტრაციულ  თუ სისხლის სამართლის საქმეებზე, როგორია იურიდიული დახმარების სამსახურის მუშაობის პრინციპები და სერვისები, მათი ხელმისაწვდომობა და ა.შ. 

ფოთის ბიურო მომავალშიც გეგმავს სანფორმაციო შეხვედრების და გასვლითი კონსულტაციების განხორციელებას  რეგიონის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

http://www.senaki-sakrebulo.ge/index.php?news=1&id=1117&year=2018&month=3&date=2018-03-26&lang=geo#.WsIXJNRuaM9