Top
ონლაინ დახმარება

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობების ხელმძღვანელებს იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლები შეხვდენენ

2018 წლის 19 თებერვალს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ზესტაფონის ბიუროს თანამშრომლებმა – თეა ჯანგიანმა, ელისო ბოგვერაძემ და ნანა ლუტიძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც დეტალურად გაეცვნენ  იურიდიული დახმარების სამსახურის მომსახურების პირობებსა და სერვისებს. მათ ასევე მიეწოდათ ინფორმაცია უფასო სამართლებრივი მომსახურების კრიტერიუმების შესახებ. ზესტაფონის ბიუროს წარმომადგნელბმა მიმოიხილეს სამსახურის საქმინობა განვლილი წლების განმავლობაში.

 საკრებულოს წევრებს გადაეცათ სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები, რათა საჭიროების შემთხვევაში, შეძლონ მოქალაქეების სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში გადმომისამართება.