Top
ონლაინ დახმარება

 

"ევრონესტის" დელეგაციის ვიზიტი

დღეს, 13 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურს ეწვია „ევრონესტის“(ევროპარლამენტის აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნები) დელეგაცია. სტუმრები დაინტერესებული იყვნენ საქართველოში მოქმედი უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემით, იურიდიული დახმარების სამსახურის მუშაობის სპეციფიკით და ეფექტურობით. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია, სადაც მიმოხილული იყო სამსახურის 10 წლიანი მუშაობის გამოცდილება, კანონმდებლობა, რის მიხედვითაც სამსახური ფუნქციონირებს, ისაუბრა უწყების  სტრუქტურის, ბიუჯეტის და სტატისტიკური მონაცემების შესახებ.

პრეზენტაციები ასევე წარმოადგინეს:  ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა, პროექტის  EU 4 justice –ის ხელმძღვანელმა პიტერ დენისმა, გაეროსა და ევროკავშირის  ერთობლივი პროგრამის კოოორდინატორმა რუსუდან ტუშურმა და პროგრამის „ევროკავშირი საქართველოსთვის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა დრაგან ბარბუტოვსკიმ, რომლებმაც ისაუბრეს, თუ რა წვლილი შეაქვს ევროკავშირსა და გაეროს განვითარების პროგრამას  საქართველოში იურიდიული დახმარების სამსახურის განვითარებისთვის.

მასპინძლებმა „ევრონესტის“ წარმომადგნლების შეკითხვებსაც უპასუხეს. სავარაუდოდ, იურიდიული დახმარების სამსახურისა და „ევრონესტის“ საპარლამენტო ჯგუფის ურთიერთობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.