Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტარციული ოფისი გაიხსნა

დღეს, 2018 წლის 30 იანვარს გაიხსნა საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის განახლებული ადმინისტრაციული ოფისი თბილისში და შედგა ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია, რაც გაუმჯობესებულ მომსახურებას უზრუნველყოფს როგორც იურიდიული დახმარების მიმღები პირებისათვის, ასევე იურისტებისთვის. 

იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციული ოფისის გახსნას ესწრებოდნენ ირაკლი კობახიძე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, იანოშ ჰერმანი - ევროკავშირის (EU) ელჩი საქართველოში, და ნილს სკოტი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში. ღონისძიებაში ასევე მიიღეს მონაწილეობა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებმა. 

იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციული ოფისისა და ახალი ვებ-გვერდის გახსნა დაასრულებს ინფრასტრუქტურული განახლების ციკლს, რომელმაც იურიდიული დახმარების სამსახურის 12 ბიურო და 7 საკონსულტაციო ცენტრი მოიცვა საქართველოს ყველა რეგიონში. ამ საქმიანობის დიდი ნაწილი განხორციელდა ევროკაშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ევროკავშირის უფრო ფართო პროგრამის EU4Justice („მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა“)  ფარგლებში. 

https://www.facebook.com/legalaid.ge/videos/1699234610136604/