Top
ონლაინ დახმარება

 

ადგილობრივ თვითმმართველობებთან შეხვედრები გრძელდება

იურიდიული დახმარების ბიუროები ადგილობრივ თვითმმართველობებთან შეხვედრებს განაგრძობენ. 28 იანვარს ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუშაკებს და სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ისაუბრებს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობების შესახებ. შეხვედრაზე განხილეს თანამშრომლობის საკითხები და სამტრედიის სოფლებში გასვლითი კონსულტაციების ორგანიზებაზე შეთანხმდნენ.

იურიდიული დახმარების სამსახურმა ადგილობრივ თვითმმართველობებთან ინტენსიური შეხვედრების გასულ წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, გამგეობებისა და საკრებულოების განახლებული შემადგენლობის ინფორმირების მიზნით დაიწყო.

2014 წელს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან 50-ზე მეტი შეხვედრა მოეწყო.