Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების სამსახური გამყოფი ხაზის სოფლების მოსახლეობისთვის საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობდა

იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს უფროსმა რომან კეიდიამ მონაწილეობა მიიღო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო შეხვედრებში, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში ჩატარდა.  

შეხვედრების ფარგლებში,  გამყოფი ხაზის  მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებსა და დევნილ მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ძალადობისგან დაცვის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ.

შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობდნენ  შსს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის, სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს, სსიპ-სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების ზუგდიდის კრიზისული ცენტრის წარმომადგენლები.

შეხვედრის დასასრულს მოსახლეობას შესაბამისი საინფორმაციო ბროშურები დაურიგდა.