Top
ონლაინ დახმარება

 

სამცხე-ჯავახეთში საინფრომაციო კამპანია მიმდინარეობს

2024 წლის 23 მაისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში - სულდასა და ხანდოში, ხოლო 28 მაისს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ეშტიასა და სათხაში, იურიდიული დახმარების სამსახურის ახალქალაქის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი ინგა გვარამაძე და ახალციხის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი თინათინ დიაკონაშვილი  შეხვდნენ  ადგილობრივ მოსახლეობას. შეხვედრაში რეგიონში მოქმედი სხვა უწყებების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

ადვოკატებმა სოფლების მცხოვრებლებს მიაწოდეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ. რამდენიმე მათგანს კი ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციები გაუწიეს. 

აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობითა და კოორდინაციით მიმდინარეობს.