Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელის  სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

7 სექტემბერს იურიდიული დახმარების სამსახურისა და გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მხარდაჭერით ჩატარდა იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელის  სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. ღონისძიება განხოციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა UNDP და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.

სამუშაო შეხვედრა გახსნა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის და USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის წარმომადგენლები. ღონისძიების მთავარი თემა იყო ქსელის განახლებული დებულების პროექტის წარდგენა და გაცნობა იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელის წევრებისთვის. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც ქსელის მოქმედი წევრები ასევე, მომავალი წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მონაწილეები შეთანხმდნენ ქსელის დებულების წარდგენილ პროექტის ვერსიაზე და ამასთანავე, გაჟღერდა კომენტარები მცირედი ცვლილებების შეტანაზე. 

ღონისძიების დასასრულს დაანონსდა მომავალი კონფერენცია, რომელიც გაიმართება 26 სექტემბერს, გაეროს სახლში. კონფერენციის მთავარი მიზანია განახლებული დებულების და  ახალი წევრების ოფიციალური მიღება.

#undp #undpgeorgia #germany #ruleoflaw #justice #justiceforall #accesstojustice