Top
ონლაინ დახმარება

 

სამოქალაქო სამართლის საკითხები ქუთაისში ჩატარებულ ტრენინგზე განიხილეს

19 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის-ქუთაისის ბიუროს ოფისში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-PROLoG მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისა და კონსულტანებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე სამოქალაქო საქმისწარმოება პირველის ინსტანციის სასამართლოში - აღიარებითი სარჩელი, უდავო წარმოება, მხარეები და მესამე პირები სამოქალაქო პროცესში.

ტრენინგს უძღვებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძე.