Top
ონლაინ დახმარება

 

ადვოკატთა ასოციაციამ "შეფასების სისტემა" მოიწონა.

16 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და დირექტორის მოადგილე ნინო მელაძემ, ადვოკატთა ასოციაციაში შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინეს იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების  ხარისხის შეფასების  სისტემის კონცეფცია.

შეხვედრას ესწრებოდნენ ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების, ასევე, რეგიონული ცენტრების, აღმასრულებელი საბჭოს და  ეთიკის კომისის  წარმომადგნელები.

ადვოკატები დეტალურად გაეცნენ "შეფასების სისტემის" შინაარსს, კონცეფციის შემუშავების ძირითად პრიცნიპებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 

ადვოკატთა ასოციაციამ წარმოდგენილ კონცეფციას დადებითი შეფასება მისცა.