Top

სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან გაცნობითი შეხვედრები გრძელდება

6 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–სიღნაღის ბიუროს ადვოკატებმა ქალაქ წნორში შეხვედრა გამართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების თანამშრომლებთან.


საზოგადოებრივმა ადვოკატებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკებს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს, ასევე – საარსებო შემწეობის დანიშვნისა და ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის მინიჭების საკითხები განიხილეს.


იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონული განყოფილებების თანამშრომლებთან შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რათა მათ, საჭიროების შემთხვევაში, შეძლონ მოქალაქეთა სამართლებრივ პრობლემებზე რეაგირება და შესაბამის იურიდიული დახმარების ბიუროში ბენეფიციართა გადამისამართება. მსგავსი შეხვედრები იმართება თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთანაც.


გასულ წელს, თვითმმართველობის ორგანოებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონული განყოფილებების წარმომადგენლებთან შეხვედრები საქართველოს 50–ზე მეტ მუნიციპალიტეტში გაიმართა.