Top

ბათუმის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

სემინარები ბათუმის საჯარო სკოლებში

21-22 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს ადვოკატებმა ბათუმის №28 და № 29 საჯარო სკოლების უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის სემინარები გამართეს.

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოსწავლეებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე ესაუბრნენ.

იურიდიული დახმარების ბიუროები მსგავს ღონისძიებებს პერიოდულად მართავენ, რაც არასრულწლოვანთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.