Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ადვოკატმა თამარ კუპატაძემ არასრულწლოვანი ბენეფიციარის საკითხი წარმატებით მოაგვარა

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი თამარ კუპატაძე ახორციელებდა საქართველოს მოქალაქის ნ. მ.–სა და მისი არასრუწლოვანი შვილის ქ. მ.–ს ინტერესების დაცვას მამობის დადგენის თაობაზე.

საქმის მასალებით გაირკვა, რომ  2015 წლის სექტემბრიდან ნ. მ. და თ. ო. იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების შედეგად, მათ შეძინათ ქალიშვილი. სამწუხაროდ, თ. ო. ბავშვის დაბადებამდე, 2017 წლის  მარტში მოულოდნელად გარდაიცვალა. სწორედ არარეგისტრირებული ქორწინების გამო, ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში ვერ მოხდა მამის გრაფის შევსება და, შესაბამისად, ბავშვი დედის გვარს ატარებდა.

საზოგადოებრივმა ადვოკატმა თამარ კუპატაძემ ქ. მ.–ს მამობის დადგენის მიზნით, სასარჩელო წესით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და საქმეში მოპასუხედ ჩართო გარდაცვლილის უფროსი ვაჟი ლ. ო.  

სასამართლომ გაითვალისწინა ადვოკატის პოზიცია და იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატის სარჩელი დააკმაყოფილა სრულად, რომლის თანახმადაც, არასრულწლოვან ქ. მ.–ს  მამად დადგენილ იქნა გარდაცვლილი თ. ო.