Top

გორის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

გორის მერიის თანამშრომლები იურიდიული დახმარების სერვისს გაეცნენ

იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს ადვოკატები, 2 მაისს, გორის მერიის თანამშრომლებს შეხვდნენ.

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და მათთან ერთად, სამართლებრივი დაცვის კუთხით, ადგილორბივი მოსახლეობის საჭიროებები განიხილეს.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რათა მათ, საჭიროების შემთხვევაში, შეძლონ მოქალაქეთა სამართლებრივ პრობლემებზე რეაგირება და შესაბამის იურიდიული დახმარების ბიუროში ბენეფიციართა გადამისამართება.

გასულ წელს, თვითმმართველობის ორგანოებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონული განყოფილებების წარმომადგენლებთან შეხვედრები საქართველოს 50–ზე მეტ მუნიციპალიტეტში გაიმართა.