Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პატიმართა დისციპლინური სამართალწარმოება

ონლაინ დახმარება

პატიმართა დისციპლინური სამართალწარმოება

იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს დისციპლინური სამართალწარმოების საქმეებში პატიმართა უფლებების დაცვა.

იურიდიული დახმარების სამსახური პატიმრებს საკუთარი უფლებების დასაცავად სთავაზობს უფასო იურიდიულ კონსულტაციას. მათ შეუძლიათ ისარგებლონ როგორც პირადი ასევე სატელეფონო/ონლაინ კონსულტაციის სერვისებით. იურიდიული დახმარების სამსახური დისციპლინური სამართალწარმოების საქმეებში პატიმართა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ დავებზე უფასო საადვოკატო მომსახურებას ახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ პირი არის გადაახდისუუნარო.

პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულის და მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური სამართალდარღვევის ჩადენისას, მას სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობა შეუძლია მაშინ, როდესაც აღნიშნულ პირთა მიმართ განიხილება შემდეგი დისციპლინური სახდელების გამოყენების საკითხები:

  • საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 6 თვემდე ვადით;
  • სამარტოო საკანში მოთავსება 14 დღემდე ვადით.

დისციპლინური დარღვევის ჩადენაში მხილებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს:

  • მისთვის გასაგებ ენაზე მიეწოდოს ინფორმაცია დარღვევის არსის შესახებ;
  • ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალება დაცვის მოსამზადებლად;
  • ისარგებლოს იურიდიული დახმარებით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მის მიმართ სახდელის სახედ გამოყენებულია საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 6 თვემდე ვადით ან სამარტოო საკანში მოთავსება და საქმე განიხილება ზეპირი მოსმენით, უფლება აქვს მოითხოვოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე;
  • საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში მოითხოვოს მოწმეთა დასწრება და მათი დაკითხვა;
  • ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, თუ მას არ ესმის სამართალწარმოების ენა;
  • დისციპლინური სამართალწარმოებისას ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება უფლება მისცეს ახსნა-განმარტება წარადგინოს მტიცებულებები, დააყენოს შუამდგომლობები, გაასაჩივროს განკარგულება დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ;
  • დისციპლინური სამართალდარღვევის საქმეზე მსჯავრდებულს/ბრალდებულს უფლება აქვს hყავდეს ადვოკატი იმ შემთხვევაშიც, თუ საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე;
  • ისეთი სახის სამართლდარღვევის განხილვის შემთხვევაში, რომლისთვისაც სახდელის სახით შეიძლება გამოყენებული იქნას საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 6 თვმედე ვადით ან სამარტოო საკანში მოთავსება, ზეპირი მოსმენის დაწყებამდე ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება უფლება მოიწვიოს ადვოკატი. ადვოკატის გამოუცხადებლობისას მისივე თანხმობის შემთხვევაში ადვოკატი დაენიშნება სახელმწიფოს ხარჯზე;
  • კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს მისთვის დადებული დისციპლინური სახდელი;
  • ისარგებლოს კანონით დადგენილი ყველა გარანტიით, რომელიც გათვალისწინებულია მის მიმართ განხორციელებული დისციპლინური წარმოებისას.

 


სამართლებრივი აქტები

 


მომსახურების ფარგლები

სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ საქმეზე მუშაობისას, იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივი ადვოკატი, როგორც წესი, ახორციელებს შემდეგ მოქმედებებს:

  • ეცნობა ინფორმაციას და საქმის მასალებს წარმოებაში მიღებული საქმეების შესახებ;
  • ხვდება დასაცავ პირს და უწევს სამართლებრივ კონსულტაციას;
  • აანალიზებს საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას და უზრუნველყოფს საქმის წარმატებით წარმართვისათვის მტკიცებულებების შეგროვებას და წარდგენას შესაბამის უწყებაში ან სასამართლოში;
  • წარმოადგენს დასაცავ პირს სასამართლოში;
  • ადგენს საქმესთან დაკავშირებულ სამართლებრივ დოკუმენტებს – განცხადებებს, სარჩელებს, შესაგებლებს, საჩივრებს, მიმართვებს, შუამდგომლობებს და ა.შ.;
  • ახდენს დასაცავი პირის და, საჭიროების შემთხვევაში, მისი კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებას საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

 


მომსახურებით სარგებლობის პირობები

 

 

 
იურიდიული კონსულტაცია
იურიდიული დოკუმენტების შედგენა
იურიდიული დახმარება სისხლის სამართლის პროცესში
არასრულწლოვანთა დაცვა
ოჯახში ძალადობა
ქალთა მიმართ ძალადობა
საოჯახო სამართალი
მემკვიდრეობა
დევნილთა უფლებები
სოციალური დახმარება
პენსიის საკითხები
პირის „მხარდაჭერის მიმღებად“ ცნობა
პაციენტთა უფლებები
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები
არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობა
ადმინისტრაციული პატიმრობა
თავშესაფრის მაძიებლები
ყოფილ სახელმწიფო მოხელეთა და მეცნიერთა სოციალური უფლებები
საომარ მოქმედებებში დაღუპულ და უგზო–უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების სოციალური უფლებები
ტუბერკულოზით დაავადებულ პირთა არანებაყოფლობითი იზოლაცია
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა უფლებები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები