Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იურიდიული დოკუმენტების შედგენა

ონლაინ დახმარება

იურიდიული დოკუმენტების შედგენა

იურიდიული კონსულტაციის გაწევის შემდგომ, შესაძლებელია საჭირო გახდეს იურიდიული დოკუმენტების მომზადება, რაც გულისხმობს ისეთი სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას, როგორიცაა განცხადება, სარჩელი, საჩივარი, შესაგებელი, შუამდგომლობა და ა.შ.

იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებას სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი აკმაყოფილებს გადახდისუუნარობის კრიტერიუმებს.

გადახდისუუნარო პირი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის №424 დადგენილებით. აღნიშნული დადგენილების თანახმად:

  • გადახდისუუნაროდ ითვლება სოციალურად დაუცველი პირი, რომლის სარეიტინგო ქულა შეადგენს 70 000 ან ნაკლებს;
  • გარდა ამისა, გადახდისუუნაროდ ასევე ითვლება 100 000 ან ნაკლები ქულის მქონე სოცილაურად დაუცველი, რომელიც მიეკუთვნება შემდეგი კატეგორიებიდან ერთ-ერთს:
    • მრავალშვილიანი ოჯახის წევრი, რომელსაც ჰყავს 3 ან მეტი 18 წელს მიუღწეველი ბავშვი;
    • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი;
    • 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი;
    • მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სრულწლოვანი პირი;
    • მკვეთრად, მნიშვნელოვანად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის  სტატუსის მქონე პირი, თუ შესაძლებლობის შეზღუდვა მიმდინარეობს ბავშვობიდან;
    • 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვი;
    • რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირი.

 

იურიდიული დახმარება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშიარარეგისტრირებული პირებისათვის

განსაკუთრებულ შემთხვევებში, იურიდიული დახმარება შეიძლება გაეწიოს იმ პირსაც, რომელიც არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში, მაგრამ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე თვითონ ვერ გასწევს საადვოკატო მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. აღნიშნული საკითხი რეგულირდება იურიდიული დახმარების საბჭოს 2015 წლის 9 სექტემბრის №27 გადაწყვეტილებით და ვრცელდება შემდეგი კატეგორიების პირებზე:

  • პირები, რომლებიც წარსულში აკმაყოფილებდნენ გადახდისუუნარობის კრიტერიუმებს და მათი მონაცემები მოიპოვება სოციალურად დაუცველთა ბაზის არქივში;
  • პირები, რომელთა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დადასტურებულია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემული ცნობებით;
  • მძიმე და განუკურნებული სენით დაავადებული პირები;
  • მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი შვილები;
  • პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირი;
  • ასაკით პენსიონერი;
  • იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული ადვოკატი/ადვოკატის ოჯახის წევრი/ახლო ნათესავი;
  • მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრი;
  • სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის ბენეფიციარი;
  • საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირის ,,კათარზისის’’ (სათნოების სახლი) ბენეფიციარი;
  • არასრულწლოვანი პირი, რომელიც შესაძლოა იყოს მხარე სამოქალაქო/ადმინისტრაციულ საქმეებზე.
 
იურიდიული კონსულტაცია
იურიდიული დახმარება სისხლის სამართლის პროცესში
არასრულწლოვანთა დაცვა
ოჯახში ძალადობა
ქალთა მიმართ ძალადობა
საოჯახო სამართალი
მემკვიდრეობა
დევნილთა უფლებები
სოციალური დახმარება
პენსიის საკითხები
პირის „მხარდაჭერის მიმღებად“ ცნობა
პაციენტთა უფლებები
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები
არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობა
პატიმართა დისციპლინური სამართალწარმოება
ადმინისტრაციული პატიმრობა
თავშესაფრის მაძიებლები
ყოფილ სახელმწიფო მოხელეთა და მეცნიერთა სოციალური უფლებები
საომარ მოქმედებებში დაღუპულ და უგზო–უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების სოციალური უფლებები
ტუბერკულოზით დაავადებულ პირთა არანებაყოფლობითი იზოლაცია
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა უფლებები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები