Top

ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ზუგდიდის უნივერსიტეტში გაიმართა პანელური დისკუსია პარალეგალების მონაწილეობით

მიმდინარე წლის 7 მარტს, შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პანელური დისკუსია სახელწოდებით - “ქალთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევები ადგილობრივ დონეზე“.

შეხვედრა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა - USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის, სამართლის უზენაესობის საკითხებში რეგიონალურმა მრჩეველმა - ირინა ლორთქიფანიძემ,  ზუგდიდის უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა -  ნინო მაქაცარიამ, იურიდიული დახმარების სამსახურის ანალიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა - მაია ნოზაძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს უფროსმა - რომან კეიდიამ.

პანელში მოხსენებით წარსდგნენ, დამსწრე პირებს ადგილობრივ დონეზე გამოწვევებისა და არსებული პრაქტიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსმა - გოგი რევიამ, იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს უფროსმა - ნათია ბოჯგუამ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ფილიალის წარმომადგენელმა - ნიკა გოგიამ. დისკუსიას მოდერირებას უწევდა, იურიდიული დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტრის უფროსი - მარიამ ბურკაძე.

შეხვედრის დასასრულს, პარალეგალმა - ია გორგაძემ საზოგადოებას გააცნო პროექტ „პარალეგალის“ ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, მათ შორის ისაუბრა ქალთა უფლებებთან დაკავშირებით ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის შესახებ, რომელიც ხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.