Top
ონლაინ დახმარება

 

შედგა შეხვედრა ბათუმის უკრაინულ სახლში

22 აგვისტოს, ბათუმის უკრაინულ სახლში შედგა იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენელთა შეხვედრა უკრაინელ ლტოლვილებთან.
ინფორმაციის, ანალიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა მაია ნოზაძემ უკრაინელებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის მუშაობის ძირითადი მიმართულებები, ხოლო სპეციალიზებულ საქმეთა ბიუროს უფროსმა თეონა კვერნაძემ და  ადვოკატმა თეა ყაულაშვილმა მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის სტატუსის მისაღებად საჭირო სერვისებისა და პროცედურების შესახებ.
შეხვედრა გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის “კანონის უზენაესობის გაუმჯობესება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ყველასთვის” ფარგლებში. მასში მონაწილეობდა "კანონის უზენაესობის პროექტის" მენეჯერი ლევან ასათიანი.