Top
ონლაინ დახმარება

 

საქართველოში პირველად იწყება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იურიდიული მომსახურების სფეროში

„მომავალი არის დღეს!“

30 სექტემბერს, „შერატონ მეტეხი პალასში“, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იურიდიული დახმარების სამსახურში“.

იურიდიული დახმარების სამსახური არის პირველი უწყება საქართველოში, რომელიც პრაქტიკულ საქმიანობაში, იურიდიული კონსულტაციების გაცემისას ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს. ინოვაციური სერვისი, რომელიც უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემაში დაინერგება, მნიშვნელოვნად გაზრდის ხელმისაწვდომობას იურიდიულ დახმარებაზე და დაზოგავს ბენეფიციართა დროს.

პროგრამა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შემუშავდება, სამსახურის ვებგვერდზე ჩაშენდება და საშუალებას მისცემს ადამიანებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მიიღონ იურიდიული დახმარება. აღნიშნული სერვისი განსაკუთრებით გააიოლებს ხელმისაწვდმობას სამართლებრივ დახმარებაზე უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ხოლო უცხოელებს, რომლებიც ქართულ ენას არ ფლობენ, შეუძლიათ კონსულტაცია მიიღონ ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე. 

იურიდიული დახმარების სამსახურისთვის ხელოვნურ ინტელექტის პროგრამის შექმნაში ეხმარება პლატფორმა https://www.knowledgetools.de,  რომელიც ასევე პირველია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში  და მისი დახმარებით ხელოვნური ინტელექტი წარმატებით დაინერგა ბუნდესტაგისა და  გერმანიის რამდენიმე სამინისტროს სერვისებში.

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოში ადგილობრივი და საერთშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელბი, დონორები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისების მიწოდების გაუმჯობესების საქმეში. 

კონფერენციაზე ონლაინ რეჟიმში გერმანიიდან ჩაერთნენ კომპნია „ნოულიჯ თულს ინთერნეიშენალის“ (Knowelidge Tools International) დამფუძნებელი თილო ვენდი, სამართლის ინჟინერი ოსკარ ფონ კოსელი, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმის პროგრამა მიმოიხილა შტეფან ბრაიდენბახმა, ხოლო პროგრამის პრაქტიკული პრეზენტაცია წარადგინა ლადო სირდაძემ.

რაჟდენ კუპრაშვილი, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი: პროექტი გარკვეული გამოწვევების წინაშეც გვაყენებს და გამოწვევების დაძლევაშიც გვეხმარება. იურიდიული დახმარების სამსახური წელიწადში საშუალოდ 30 000 კონულტაციას გასცემს. მათი უმეტესობა ზეპირი კონსულტაციაა. სწორედ  ჩვენი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ინერგება ინოვაციური მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა კონსულტაციები გაიცეს წერილობით, გარდა „ცხელი ხაზის“ სატელეფონო კონსულტაციებისა. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რამდენიმე დამაზუსტებელი შეკითხვის საშუალებით, სამსახურის იურისტ-კონსულტანტებს საშუალება ექნებათ რამდენიმე წამში გასცენ წერილობითი კონსულტაცია. გარდა დაზოგილი რესურსებისა, სამსახურს  ექნება განზოგადებული მიდგომა გაწეული კონსულტაციების მიმართ, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს გაწეული კონსულტაციების ხარისხის უზრუნველყოფას. 

კონფერენციის მონაწილეებმა  სრული მხარდაჭერა აღუთქვეს იურიდიული დახმარების სამსახურის ინოვაციური პროექტის განხორციელებაში. 

ArtificialIntelligence ხელოვნურიინტლექტი