Top

რუსთავის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

30 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროში გამართეს.

შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოქალაქეებს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხებზე ესაუბრნენ.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები მსგავს ღონისძიებებს პერიოდულად აწყობენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.