Top

თელავის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

მობილური საკონსულტაციო ცენტრი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებს ესტუმრა

2025 წლის 1 და 2 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩავიდა.

1 და 2 სექტემბერს ცენტრის მომსახურებით ისარგებლეს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების - ქისტაურის,ზემო ხოდაშნის,მატნის,საკობიანოს,ყვარელწყალის,ახშანის, ახშნის ველების, ქორეთის მოსახლეობამ.  იურიდიული დახმარების თელავის ბიუროს ადვოკატებმა თამარ ბაწელაშვილმა და ალექსი ტუსნიაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში მოქმედი უფასო სამართლებრივი დახმარებისა და  იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ. დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.

ცენტრის დახმარებით ადვოკატებმა აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებლებს იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს