Top

სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

8 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–სიღნაღის ბიუროს ადვოკატებმა, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ადგილობრივ საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართა.

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა სოფლის მკვიდრთ უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს, ესაუბრნენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხებზე, ასევე, კონსულტაცია გაუწიეს სხვადასხვა სამართლებრივ თემებზე.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.