Top

სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

საგარეჯოელმა მოსწავლეებმა არასრულწლოვანთა უფლებებზე ინფორმაცია მიიღეს

2019 წლის 17 ოქტომბერს  იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–სიღნაღის ბიუროს კონსულტანტმა გიორგი ევსტაფიშვილმა შეხვედრა  ჩაატარა საგარეჯოს N 1 საჯარო სკოლის  უფროსკლასელებთან.
მოსწავლეებს წარედგინათ პრეზენტაცია არასრულწლოვანის უფლებებთან დაკავშირებით, აგრეთვე გაეცნენ უფასო საამრთლებრივი დახმარებით სარგებლობის პირობებს.

მოზარდები დაინტერესდნენ იურისტის პროფესიის თავისებურებებით და რიგი სამართლებრივი საკითხებით, რაც დღევანდელ დღეს აქტუალურია. გიორგი ევსტაფიშვილმა ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა. პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის შეხვედრებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს  ახალგაზრდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების საქმეში.