Top

სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ანაგის სკოლის მოსწავლეები ბავშვთა უფლებებს გაეცნენ

2019 წლის 28 მარტს, კახეთის-სიღნაღის იურიდიული  დახმარების ბიუროს ადვოკატები არჩილ ტუხაშვილი და ბექა ჯავახიშვილი, კონსულტანტი გიორგი ევსტაფიშვილი სიღნაღის რაიონის, სოფელ ანაგის  საჯარო სკოლის მე- 9, მე–10 და მე–11 კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ.

მოსწავლეებს არასრულწლოვანის უფლებებთან დაკავშირებით წარედგინათ პრეზენტაცია, რომელიც  მოიცავდა ბავშვთა უფლებების კონვენციებსა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საკითხებს. მოსწავლეები გაეცნენ უფასო სამართლებრივი დახმარებით სარგებლობის პირობებს, დაინტერესდნენ იურისტის პროფესიის თავისებურებებით. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგებიც.