Top

ახალქალაქის საკონსულტაციო ცენტრი

ონლაინ დახმარება

ოფისები

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელში, ოჯახში ძალადობის თემაზე, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

16 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის ახალციხის ბიუროს და ახალქალაქის საკონსულტაციო ცენტრის იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა ახალქალაქის რაიონის სოფელ ხულგუმოში გამართეს.

ვიზიტის ფარგლებში, საზოგადოებრივი ადვოკატები ადგილობრივებს ესაუბრნენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებებზე, ასევე – მოძალადეთათვის დადგენილი სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. ყურადღება გამახვილდა იურიდიული დახმარების სამსახურის უფასო საადვოკატო მომსახურებაზე, რომელიც ხელმისაწვდომია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის  (თუ ისინი აკმაყოფილებენ გადახდისუუნარობის კრიტერიუმებს).

ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ–ერთი პრიორიტეტია.