Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იურიდიული დახმარება პირის „მხარდაჭერის მიმღებად“ ცნობის საკითხებზე

იურიდიული დახმარება პირის „მხარდაჭერის მიმღებად“ ცნობის საკითხებზე

იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა და მხარდამჭერის დანიშვნა.

იურიდიული დახმარების სამსახური საკუთარი უფლებების დასაცავად ბენეფიციარებს სთავაზობს უფასო იურიდიულ კონსულტაციას. მათ შეუძლიათ ისარგებლონ როგორც პირადი ასევე სატელეფონო/ონლაინ კონსულტაციის სერვისებით. სამოქალაქო სამართალწარმოებაში პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა და მხარდამჭერის დანიშვნა ერთადერთი საკითხია, რომელიც ითვალისწინებს სავალდებულო დაცვას, ანუ პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, უნდა ჰყავდეს ადვოკატი მიუხედავად მისი გადახდისუუნარობისა და სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობისა.

პირი მხარდაჭერის მიმღებად შეიძლება ცნობილი იქნეს, თუ მას აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფქტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში.

პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მხარდამჭერის დანიშვნის შესახებ განცხადება სასამართლოში შეიძლება შეიტანოს თავად ამ პირმა, მისმა ოჯახის წევრმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ფსიქიატრიულმა ან სპეციალიზებულმა დაწესებულებამ.

პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, უფლება აქვს:

  • ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე
  • დაესწროს სასამართლო პროცესებს და მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში
  • თუ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია სასამართლო პროცესზე დასწრება კომუნიკაციის ელექტრონული ან სხვა საშუალებების გამოყენებით მოითხოვოს სასამართლო პროცესში ჩართვა
  • ჰყავდეს მისთვის სასურველი მხარდამჭერი
  • კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება
  • მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მხარდაჭერის ფარგლების შეცვლა თუ არსებობს აღნიშნულის საფუძველი

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური მხარდაჭერის მიმღები პირებისთვის სხვა სახის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლოში წარმომადგენლობას განახორციელებს 2018 წლის 1 აპრილიდან, მიუხედავად მათი გადახდისუუნარობის კრიტერიუმებისა და სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობისა.

 


სამართლებრივი აქტები

 


მომსახურების ფარგლები

სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ საქმეზე მუშაობისას, იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივი ადვოკატი, როგორც წესი, ახორციელებს შემდეგ მოქმედებებს:

  • ეცნობა ინფორმაციას და საქმის მასალებს წარმოებაში მიღებული საქმეების შესახებ;
  • ხვდება დასაცავ პირს და უწევს სამართლებრივ კონსულტაციას;
  • აანალიზებს საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას და უზრუნველყოფს საქმის წარმატებით წარმართვისათვის მტკიცებულებების შეგროვებას და წარდგენას შესაბამის უწყებაში ან სასამართლოში;
  • წარმოადგენს დასაცავ პირს სასამართლოში;
  • ადგენს საქმესთან დაკავშირებულ სამართლებრივ დოკუმენტებს – განცხადებებს, სარჩელებს, შესაგებლებს, საჩივრებს, მიმართვებს, შუამდგომლობებს და ა.შ.;
  • ახდენს დასაცავი პირის და, საჭიროების შემთხვევაში, მისი კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებას საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

 


მომსახურებით სარგებლობის პირობები

 

 

 
იურიდიული კონსულტაცია
იურიდიული დოკუმენტების შედგენა
იურიდიული დახმარება სისხლის სამართლის პროცესში
იურიდიული დახმარება არასრულწლოვანთათვის
იურიდიული დახმარება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის
იურიდიული დახმარება ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის
იურიდიული დახმარება საოჯახო სამართლის საკითხებზე
იურიდიული დახმარება მემკვიდრეობის საკითხებზე
იურიდიული დახმარება დევნილთა უფლებების საკითხებზე
იურიდიული დახმარება სოციალური დახმარების საკითხებზე
იურიდიული დახმარება პენსიის საკითხებზე
იურიდიული დახმარება პაციენტთა უფლებების საკითხებზე
იურიდიული დახმარება ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის
იურიდიული დახმარება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის საკითხებზე
იურიდიული დახმარება პატიმართა დისციპლინური სამართალწარმოების საქმეებზე
იურიდიული დახმარება ადმინისტრაციული პატიმრობის საქმეებზე
იურიდიული დახმარება თავშესაფრის მაძიებელთათვის
იურიდიული დახმარება ყოფილ სახელმწიფო მოხელეთა და მეცნიერთა სოციალური უფლებების საკითხებზე
იურიდიული დახმარება საომარ მოქმედებებში დაღუპულ და უგზო–უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების სოციალური უფლებების საკითხებზე
იურიდიული დახმარება ტუბერკულოზით დაავადებულ პირთა არანებაყოფლობითი იზოლაციის საკითხებზე
იურიდიული დახმარება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სოციალური უფლებების საკითხებზე
იურიდიული დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური უფლებების საკითხებზე