Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იურიდიული დახმარება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სოციალური უფლებების საკითხებზე

იურიდიული დახმარება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სოციალური უფლებების საკითხებზე

პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სოციალური უფლებების დაცვა იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს.

იურიდიული დახმარების სამსახური პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლებს მათი სოციალური უფლებების დასაცავად სთავაზობს უფასო იურიდიულ კონსულტაციას. მათ შეუძლიათ ისარგებლონ როგორც პირადი, ასევე, სატელეფონო/ონლაინ კონსულტაციის სერვისებით. იურიდიული დახმარების სამსახური პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლის სოციალურ უფლებებთან დაკავშირებულ დავაზე უფასო საადვოკატო მომსახურებას ახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ პირი არის გადაახდისუუნარო და მისი საკითხი განეკუთვნება რთულ და მნიშვნელოვან საქმეთა კატეგორიას.

პოლიტიკურად რეპრესირებულებად ითვლებიან:

  • მოქალაქეები, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 1921 წლის თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე და შემდგომ დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე.

პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლია:

  • პირი, რომელმაც უშუალოდ განიცადა პოლიტიკური რეპრესია;
  • პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის მეუღლე, შვილი (ნაშვილები), მშობელი და და–ძმა, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, გადასახლებაში, გასახლებაში, სპეციალური დასახლების ადგილას;

იმისათვის, რომ პირს პოლიტიკური რეპრესირებულის სტატუსი მიენიჭოს, იგი  მსჯავრდებული უნდა იყოს:

  • ანტისაბჭოთა და კონტრრევოლუციური აგიტაცია და პროპაგანდისათვის;
  • კონტრრევოლუციური და მმართველობის წესის საწინააღმდეგო სსრ კავშირისათვის საშიში სხვა დანაშაულისათვის;
  • სახელმწიფოსაგან ეკლესიის და ეკლესიისაგან სკოლის გამოყოფის კანონის დარღვევისათვის;
  • წინასწარი შეცნობით სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობის სახელის გამტეხი ცრუ მონაჭორის გავრცელებისათვის;
  • შრომა-გასწორების, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილიდან გაქცევისათვის, თუ პირი იქ იმყოფებოდა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად;
  • რელიგიური წესის აღსრულების მოტივით ადამიანის უფლებების და თავისუფლებების ხელყოფისათვის.
  • პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად  ითვლება ასევე  „ГПУ-ОГПУ“-ს, „ВЧК“-ს, „УНКВД-НКВД“-ს, „МГБ“-ს, „КГБ“-ს, „МВД“-ს, საგანგებო სათათბიროების, ორეულების ან სამეულების მიერ მსჯავრდებული პირი, აგრეთვე კონკრეტული დანაშაულისათვის ბრალის წაუყენებლად გადასახლებული, გასახლებული ან სპეციალურ დასახლებაში გაგზავნილი პირი;

პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება და მისი დარღვეული უფლებების აღდგენა ხდება სასამართლო წესით. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვს რეპრესირებულ პირს, მის კანონით მემკვიდრეს ან მის წარმომადგენელს.

პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირს, აგრეთვე გარდაცვლილი რეპრესირებულის შრომისუუნარო მეუღლეს, მშობელსა და შვილს (ნაშვილებს), მიუხედავად დასაქმებისა, მიეცემა ყოველთვიური პენსია. პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში,  მის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს  ენიშნებათ  სოციალური პაკეტი. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირს აღუდგება პოლიტიკური რეპრესიის შედეგად დარღვეული ყველა პოლიტიკური, სამოქალაქო და სხვა სახის უფლება, სამხედრო და სპეციალური წოდებები, უბრუნდება ჩამორთმეული სახელმწიფო ჯილდოები.

 


სამართლებრივი აქტები

 


მომსახურების ფარგლები

სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ საქმეზე მუშაობისას, იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივი ადვოკატი, როგორც წესი, ახორციელებს შემდეგ მოქმედებებს:

  • ეცნობა ინფორმაციას და საქმის მასალებს წარმოებაში მიღებული საქმეების შესახებ;
  • ხვდება დასაცავ პირს და უწევს სამართლებრივ კონსულტაციას;
  • აანალიზებს საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას და უზრუნველყოფს საქმის წარმატებით წარმართვისათვის მტკიცებულებების შეგროვებას და წარდგენას შესაბამის უწყებაში ან სასამართლოში;
  • წარმოადგენს დასაცავ პირს სასამართლოში;
  • ადგენს საქმესთან დაკავშირებულ სამართლებრივ დოკუმენტებს – განცხადებებს, სარჩელებს, შესაგებლებს, საჩივრებს, მიმართვებს, შუამდგომლობებს და ა.შ.;
  • ახდენს დასაცავი პირის და, საჭიროების შემთხვევაში, მისი კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებას საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

 


მომსახურებით სარგებლობის პირობები

 

 

 
იურიდიული კონსულტაცია
იურიდიული დოკუმენტების შედგენა
იურიდიული დახმარება სისხლის სამართლის პროცესში
იურიდიული დახმარება არასრულწლოვანთათვის
იურიდიული დახმარება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის
იურიდიული დახმარება ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის
იურიდიული დახმარება საოჯახო სამართლის საკითხებზე
იურიდიული დახმარება მემკვიდრეობის საკითხებზე
იურიდიული დახმარება დევნილთა უფლებების საკითხებზე
იურიდიული დახმარება სოციალური დახმარების საკითხებზე
იურიდიული დახმარება პენსიის საკითხებზე
იურიდიული დახმარება პირის „მხარდაჭერის მიმღებად“ ცნობის საკითხებზე
იურიდიული დახმარება პაციენტთა უფლებების საკითხებზე
იურიდიული დახმარება ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის
იურიდიული დახმარება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის საკითხებზე
იურიდიული დახმარება პატიმართა დისციპლინური სამართალწარმოების საქმეებზე
იურიდიული დახმარება ადმინისტრაციული პატიმრობის საქმეებზე
იურიდიული დახმარება თავშესაფრის მაძიებელთათვის
იურიდიული დახმარება ყოფილ სახელმწიფო მოხელეთა და მეცნიერთა სოციალური უფლებების საკითხებზე
იურიდიული დახმარება საომარ მოქმედებებში დაღუპულ და უგზო–უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების სოციალური უფლებების საკითხებზე
იურიდიული დახმარება ტუბერკულოზით დაავადებულ პირთა არანებაყოფლობითი იზოლაციის საკითხებზე
იურიდიული დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური უფლებების საკითხებზე