Top
ონლაინ დახმარება

 

ძევერასა და შერთულში მობილური საკონულტაციო ცენტრი ჩავიდა

2025 წლის 7 ნოემბერს, გორის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები, მობილური საკონსულტაციო ცენტრთან ერთად, ესტუმრნენ გორის მუნიცiპალიტეტის სოფლებს - ძევერასა და შერთულს. 

ადვოკატებმა სოფლების მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების შესაძლებლობების შესახებ და გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები. კონსულტანტმა ნინო მასურაშვილმა, მობილური საკონულტაციო ცენტრის დახმარებით, დაინტერესებულ პირებს გაუწია ინდივიდუალური კონსულტაციები კონფიდენციალურობის დაცვით.

ღონისძიება ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით. 

იურიდიული დახმარების  სამსახურის მობილური საინფორმაციო კამპანია გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მომდევნო კვირაშიც გაგრძელდება.

undp undpgeorgia germany ruleoflaw justice justiceforall accesstojustice lasGeorgiia legalaid