ჩვენს შესახებ
ნორმატიული აქტებისაინტერესო ფაქტები ისტორიიდანსტრუქტურა და თანამშრომლებიბიუროებისაკონსულტაციო ცენტრებიმოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრიდასაქმება ჩვენთანსტატისტიკადაფინანსებაწლიური ანგარიშებისტრატეგიამონიტორინგის საბჭო
 
 
თქვენ იმყოფებით:  ჩვენს შესახებ მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრი მოკლე ინფორმაცია
მოკლე ინფორმაცია

მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრი უფასო იურიდიული დახმარების განხორციელების ერთ-ერთი საშუალებაა. იგი 2009 წლის მაისში შეიქმნა უფასო სამართლებრივი დახმარების შეუფერხებელი მიწოდების მიზნით და ფუნქციონირებს შემდეგი სისტემით: იურიდიული დახმარების ფარგლებში მოქმედებს იმ კერძო ადვოკატთა მონაცემთა ბაზა, რომლებიც, საბიუჯეტო ანაზღაურების საფუძველზე, მოქალაქეებს უფასოდ ემსახურებიან. მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატები სისხლის სამართლის საქმეებში ერთვებიან იმ შემთხვევაში, როდესაც ბიუროს დახმარებისთვის დაპირისპირებული მხარეები მიმართავენ. ერთ საქმეში დაპირისპირებული მხარეების დაცვა იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატების მიერ  დაუშვებელია, ეთიკური სტანდარტებიდან გამომდინარე.  ასეთ დროს იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი მხოლოდ ერთ მხარეს დაიცავს, ხოლო მეორე მხარეს დამცველად რეესტრის ადვოკატი დაენიშნება. იმ რეგიონებში, სადაც იურიდიული დახმარების ბიურო არ ფუნქციონირებს, სისხლის სამართლის საქმეებზე რეესტრიდან ადვოკატის დანიშვნას უზრუნველყოფენ იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრები.


2011 წლის ივნისის მდგომარეობით, რეესტრში 84 კერძო ადვოკატი ირიცხება. 2009-2011 წლებში მათ მონაწილეობა მიიღეს 1250-ზე მეტ სისხლის სამართლის საქმეში.


რეესტრის ადვოკატის ანაზღაურების სისტემა ასეთია: იურიდიული დახმარების სამსახური მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატს, სისხლის სამართლის საქმეში ჩართვისათვის, ერთჯერადად ფიქსირებულ თანხას უხდის. გარდა ამისა, ანაზღაურდება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ადვოკატის მიერ განხორციელებული თითოეული მოქმედება.   რეესტრის ადვოკატების მონაწილეობით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე გაწეული შრომის ანაზღაურების ოდენობას, დადგენილი წესით, მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის მენეჯერი განსაზღვრავს.


2010 წელს იურიდიული დახმარების სამსახურმა თითოეულ საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობისათვის გათვალისწინებული ანაზღაურების ნიხრები 50%-ით გაზარდა. ანაზღაურებადი გახდა ისეთ საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა, რომლებიც, ადრე არსებული რეგულაციებით, ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა. გამარტივდა ანაზღაურების გაცემის პროცედურებიც.