Top
ონლაინ დახმარება

 

ბაღდათის მცხოვრებლებს კონსულტაციები გაეწიათ

2026 წლის  4 მარტს იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი ბაღდათში ჩავიდა.

ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა - მაია ხვადაგიანმა, ინა მელაძემ და ნათია ნერგაძემ  ადგილობრივ მოსახლეობას იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები გააცნეს და გაუწიეს სამართლებრივი კონსულტაციები მემკვიდრეობის, უძრავი ქონების განკარგვის, მიწის სისტემური რეგისტაციის, სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების მექანიზმების საკითხებზე.

კამპანია მიმდინარეობს გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით
 

LASUNDP Georgiamobileconsultationcenter DeutscheBotschaftTiflis