Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იურიდიული დახმარება ადმინისტრაციული პატიმრობის საქმეებზე

იურიდიული დახმარება ადმინისტრაციული პატიმრობის საქმეებზე

პირის დაცვა ადმინისტრაციული პატიმრობის საქმეზე წარმოადგენს იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას. 

იურიდიული დახმარების სამსახური ადმინისტრაციული პატიმრობის საქმეზე საკუთარი უფლებების დასაცავად პირებს სთავაზობს უფასო იურიდიულ კონსულტაციას. მათ შეუძლიათ ისარგებლონ როგორც პირადი ასევე სატელეფონო/ონლაინ კონსულტაციის სერვისებით. იურიდიული დახმარების სამსახური ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე უფასო საადვოკატო მომსახურებას ახორციელებს, თუ ადვოკატის დანიშვნას მოითხოვს ის გადახდისუუნარო პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს წარმოება იმ საქმეზე, რომლისთვისაც სახდელის ერთ-ერთ სახედ გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა და თუ საქმეში არ მონაწილებს მის მიერ აყვანილი ადვოკატი.

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს:

  • გაეცნოს საქმის მასალებს;
  • მისცეს ახსნა-განმარტება;
  • წარადგინოს მტკიცებულება;
  • განაცხადოს შუამდგომლობა;
  • საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით;
  • გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით;
  • გაასაჩივროს მიღებული დადგენილება.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ, თუმცა მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა არ შეიძლება იყოს 15 დღეზე მეტი. ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეიძლება შეეფარდოთ ორსულ ქალებს, დედებს, რომლებსაც ჰყავთ 12 წლამდე ასაკის ბავშვები, 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირებს, პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს.

ადმინიტრაციული პატიმრობა გამოიყენება ისეთ სამართალდარღვევებზე, როგორებიცაა წვრილმანი ხულიგნობა; სამიჯნე ნიშნის მოშლა, დაზიანება ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლა; შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და  ვალდებულებების შეუსრულებლობა და სხვა.

 


სამართლებრივი აქტები

 


მომსახურების ფარგლები

სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ საქმეზე მუშაობისას, იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივი ადვოკატი, როგორც წესი, ახორციელებს შემდეგ მოქმედებებს:

  • ეცნობა ინფორმაციას და საქმის მასალებს წარმოებაში მიღებული საქმეების შესახებ;
  • ხვდება დასაცავ პირს და უწევს სამართლებრივ კონსულტაციას;
  • აანალიზებს საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას და უზრუნველყოფს საქმის წარმატებით წარმართვისათვის მტკიცებულებების შეგროვებას და წარდგენას შესაბამის უწყებაში ან სასამართლოში;
  • წარმოადგენს დასაცავ პირს სასამართლოში;
  • ადგენს საქმესთან დაკავშირებულ სამართლებრივ დოკუმენტებს – განცხადებებს, სარჩელებს, შესაგებლებს, საჩივრებს, მიმართვებს, შუამდგომლობებს და ა.შ.;
  • ახდენს დასაცავი პირის და, საჭიროების შემთხვევაში, მისი კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებას საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

 


მომსახურებით სარგებლობის პირობები

 

 

 
იურიდიული კონსულტაცია
იურიდიული დოკუმენტების შედგენა
იურიდიული დახმარება სისხლის სამართლის პროცესში
იურიდიული დახმარება არასრულწლოვანთათვის
იურიდიული დახმარება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის
იურიდიული დახმარება ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის
იურიდიული დახმარება საოჯახო სამართლის საკითხებზე
იურიდიული დახმარება მემკვიდრეობის საკითხებზე
იურიდიული დახმარება დევნილთა უფლებების საკითხებზე
იურიდიული დახმარება სოციალური დახმარების საკითხებზე
იურიდიული დახმარება პენსიის საკითხებზე
იურიდიული დახმარება პირის „მხარდაჭერის მიმღებად“ ცნობის საკითხებზე
იურიდიული დახმარება პაციენტთა უფლებების საკითხებზე
იურიდიული დახმარება ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის
იურიდიული დახმარება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის საკითხებზე
იურიდიული დახმარება პატიმართა დისციპლინური სამართალწარმოების საქმეებზე
იურიდიული დახმარება თავშესაფრის მაძიებელთათვის
იურიდიული დახმარება ყოფილ სახელმწიფო მოხელეთა და მეცნიერთა სოციალური უფლებების საკითხებზე
იურიდიული დახმარება საომარ მოქმედებებში დაღუპულ და უგზო–უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების სოციალური უფლებების საკითხებზე
იურიდიული დახმარება ტუბერკულოზით დაავადებულ პირთა არანებაყოფლობითი იზოლაციის საკითხებზე
იურიდიული დახმარება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სოციალური უფლებების საკითხებზე
იურიდიული დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური უფლებების საკითხებზე