2025 წლის 28 ოქტომბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები თბილისში მდებარე უკრაინულ სახლს ესტუმრნენ.
ინფორმაციის, ანალიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა მაია ნოზაძემ საქართველოში მყოფ უკრაინელებს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები გააცნო.
სპეციალიზებულ საქმეთა ბიუროს ადვოკატებმა თეა ყაულაშვილმა და მარიამ კაიშაურმა შეკრებილ საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ხანგრძლივად დარჩენის პირობების და ამ მიმართულებით ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების, მათ შორის, დასაქმებულთა რეგისტრაციის შესახებ.
შეხვედრის ბოლოს უკრაინის მოქალაქეებმა ისარგებლეს ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციებით.
ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა. .
