Top
ონლაინ დახმარება

 

საკონსტიტუციო სასამართლოში შეხვედრა გაიმართა

2025 წლის 22 აგვისტოს, ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა შეხვედრა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს - დავით სიმონიას, იურიდიული დახმარების საბჭოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს - რევაზ ნადარაიას შორის. შეხვედრაზე განხილული იქნა იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის გაფართოების, საკონსტიტუციო სასამართლოში საზოგადოებრივი ადვოკატების წარმომადგენლობასთან დაკავშირებული საკითხები,  ასევე ურთიერთთანამშრომლობისა და სამომავლო გამოცდილების გაზიარების პერსპექტივები.