Top
ონლაინ დახმარება

 

ბათუმში უკრაინის დამოუკიდებლობის და დროშის დღე აღნიშნეს

23 აგვისტოს,  იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე მიხეილ ხურციძე და გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) "კანონის უზენაესობის პროექტის" მენეჯერი ლევან ასათიანი უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ბათუმის უკრაინულ სახლს ესტუმრნენ და აჭარაში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს მიულოცეს უკრაინის დამოუკიდებლობის და უკრაინული დროშის დღე.  

ღონისძიების მონაწილეები  კულტურული ნაწილის დასრულების შემდეგ, შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდაც გაგრძელდება თანამშრომლობა გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და საქართველოს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურს შორის და განხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები.

შეხვედრა გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის “კანონის უზენაესობის გაუმჯობესება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ყველასთვის” ფარგლებში.