Top
ონლაინ დახმარება

 

დუისის კერძო სკოლას ადვოკატები ესტუმრნენ

2025 წლის 21 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის თელავის ბიუროს ადვოკატები თამარ ბაწელაშვილი და ალექსი ტუსნიაშვილი, დუისის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი ნუნუ გელდიაშვილი შეხვდნენ ახმეტის რაიონის სოფელ დუისის(პანკისის ხეობა) კერძო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.

ადვოკატებმა თამარ ბაწელაშვილმა და ალექსი ტუსნიაშვილმა მოსწავლეებსა და შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების, ბავშვთა უფლებების, ბულინგის, ტოლერანტობა/თანასწორუფლებიანობის, დისკრიმინაციის საკითხებზე, ხოლო მასწავლებლებს კი გაესაუბრნენ ქალთა უფლებების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სამართლებრივ საკითხებზეც. ადვოკატებმა ისაუბრეს  პირადი გამოცდილებიდან რამდენიმე შემთხვევაზე და სამართლებრივ შედეგზე.მოსწავლეებმა მიიღეს ყველა მათთვის საინტერესო საკითხზე ამომწურავი პასუხი.

შეხვედრა მოსწავლეების აქტიური ჩართულობით წარიმართა. შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებსა და დამსწრე პირებს გადაეცათ სამსახურის ბუკლეტები.