Top
ონლაინ დახმარება

 

ქუთაისის სკოლა "პროგრესის" მოსწავლეები სამსახურის სერვისებს გაეცნენ

2025 წლის 19 მაისს ქუთაისის  იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა ესმა ნორაკიამ, ადვოკატებმა სოფიო ყუბანეიშვილმა, ინა მელაძემ და მაია ხვადაგიანმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს ქალაქ ქუთაისის ქართულ-ამერიკული საერთაშორისო კერძო  სკოლა "პროგრესის" სკოლის მოსწავლეებთან.

იურისტებმა განიხილეს მოზარდებისათვის მნიშვნელოვანი თემები: ბულინგი, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, ტოლერანტობა, თანასწორუფლებიანობა, ბავშვის უფლებათა დაცვის და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსები. მიაწოდეს ინფორმაცია  იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ და უპასუხეს მათ შეკითხვებს.