Top
ონლაინ დახმარება

 

მობილური საკონსულტაციო ცენტრი სოფლებში - თორსა და შავღელეში ჩავიდა

რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამეგრელოს რეგიონში გრძელდება იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო და მობილური საკონსულტაციო კამპანია. 

26 მარტს ფოთის  იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები  ხობის მუნიციპალიტეტის სოფლების - თორისა და შავღელეს მოსახლეობას შეხვდნენ, მიაწოდეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ და გაუწიეს კონსულტაციები. 

იურიდიული დახმარების სამსახურის მობილურ საკონსულტაციო ცენტრში მიღებული ინდივიდუალური კონსულტაციების ძირითადი საკითხები იყო სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ქულების მინიჭება და გასაჩივრება, საოჯახო დავებთან დაკავშირებული საკითხები,  მიწის ნაკვეთით სარგებლობა და რეგისტრაცია, საბანკო და სახელშეკრულებო  ურთიერთობები, მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენა, და მსჯავრდადებულის შეწყალებასთან დაკავშირებით. 

სოფლის მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ და უფასო ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციები გაუწიეს ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელმა ნათია ბოჯგუამ, კონსულტანტმა სალომე ჯანჯღავამ და სპეციალისტმა მაგდა სიორდიამ.

იურიდიული დახმარების სამსახურის "მობილური საკონსულტაციო ცენტრი" არის სპეციალური მიკროავტობუსი, რომელიც მოეწყო და აღიჭურვა გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის ფარგლებში.,ცენტრი სპეციალურად განკუთვნილია იმ დასახლებული პუნქტებისათვის, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისებისგან მოშორებით მდებარეობს