Top
ონლაინ დახმარება

 

ჩხოროწყუს მერიაში შეხვედრა ჩატარდა

20 მარტს იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა რომან კეიდიამ და ჩხოროწყუს საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა ნინო ხარჩილავამ შეხვედრა გამართეს ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის მერიაში. 

ადვოკატებმა ჩხოროწყუს მერის მოადგილეს და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს  გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობა და სერვისები; განიხილეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციისთვის საინტერესო საკითხები: ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტები; იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები; მიწის, უძრავი ქონების დაკანონებასთან დაკავშირებული საკითხები; საკუთრების რეგისტრაცია და პრივატიზების საკითხები; მხარდამჭერის მიმღებად ცნობის საკითხები; იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხები; მემკვიდრეობა; ბავშვთა უფლებათა კოდექსი; ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა.

დარიგდა სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები.