18 ივლისს, ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი ცირა მდინარაძე და ადვოკატები ია მემარნიშვიული და გიორგი ქარჩავა შეხვდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს წევრებისა და მერიის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის თანამშრომლებს.
ადვოკატებმა შეკრებილებს გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები და ესაუბრნენ საქართველოს კანონმდებლობისთ გათვალისწინებულ იმ საკითხებზე, რომელიც ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებას მოიცავს. პოლემიკის დროს პასუხი გაეცა უამრავ შეკითხვას, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს.