გორის იურიდიული დახმარების ბიურო ამოქმედდა 2007 წლის ნოემბერში. მისი სამოქმედო ტერიტორია მოიცავს კასპის, გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებს.

გორის იურიდიული დახმარების ბიუროში დასაქმებულია 7 საზოგადოებრივი ადვოკატი, 1 კონსულტანტი და 1 სპეციალისტი. ბიუროს ხელმძღვანელობს გიორგი ჯეირანაშვილი.