ფოთის იურიდიული დახმარების ბიურო ამოქმედდა 2007 წლის ნოემბერში. მისი სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ქალაქ ფოთს, ასევე, სენაკის, აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებს.

ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროში დასაქმებულია 5 საზოგადოებრივი ადვოკატი, 1 კონსულტანტი და 1 სპეციალისტი. ბიუროს ხელმძღვანელობს ნათია ბოჯგუა.