ცხელი ხაზი: 292 00 55
27 მაისს, ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი რომან კეიდია და სპეციალისტი გელა პერტია, მოზარდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, შეხვდნენ ქალაქ ზუგდიდის მე-12 საჯარო სკოლის უფროსკლასელებს.
ადვოკატებმა მოსწავლეებს გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, განუმარტეს თუ რა ითვლება დანაშაულად და რა სახის დანაშაულები არსებობს, როგორია არასრულწლოვანის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რას მოიცავს არასრულწლოვანთა უფლებები, განრიდება-მედიაცია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ესაუბრნენ ბულინგის, დისკრიმინაციის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ.
შეხვედრის ბოლოს რომან კეიდიამ მოზარდების შეკითხვებს უპასუხა.