2025 წლის 19 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის  დირექტორი დავით სიმონია  შეხვდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) სტუდენტებს. 

აუდიტორია ძირითადად სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის  სხვადასხვა კურსის სტუდენტებისგან შედგებოდა. 
დავით სიმონიამ ახალგაზრდებს იურიდიულიდახმარების  სამსახურის სერვისები გააცნო და წარუდგინა პროექტი "პარალეგალები", რომელიც ახალგაზრდებში პოპულარობით სარგებლობს. 

პარალეგალები არიან პირველადი იურიდიული დახმარების გამწევი პირები, რომლებიც გადმზადებული არიან  რიგ სამართლებრივ საკითხებში, თუმცა არ გააჩნიათ პროფესიული კვალიფიკაცია.

სტუდენტები დაინტერესდნენ აღნიშნული პროექტით და სტაჟირებით, რომლის გავლასაც იურიდიული დახმარების ბიუროებში შეძლებენ.
დავით სიმონიამ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.