2025 წლის 15 მაისს ქუთაისის  იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა ესმა ნორაკიამ, ადვოკატებმა ინა მელაძემ და მაია ხვადაგიანმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს ქალაქ ქუთაისის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.

შეხვედრის თემატიკა მოიცავდა ბავშვის უფლებათა  და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსებს, ბულინგის დისკრიმინაციის და ტოლერანტობის საკითხებს, იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების გაცნობას.

სპეციალური პრეზენტაციის საშუალებით ადვოკატებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია ზემოჩამოთვლილ საკითხებზე და უპასუხეს მათ შეკითხვებს.