2025 წლის 19 მაისს ქუთაისის  იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა ესმა ნორაკიამ, ადვოკატებმა სოფიო ყუბანეიშვილმა, ინა მელაძემ და მაია ხვადაგიანმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს ქალაქ ქუთაისის ქართულ-ამერიკული საერთაშორისო კერძო  სკოლა "პროგრესის" სკოლის მოსწავლეებთან.

იურისტებმა განიხილეს მოზარდებისათვის მნიშვნელოვანი თემები: ბულინგი, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, ტოლერანტობა, თანასწორუფლებიანობა, ბავშვის უფლებათა დაცვის და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსები. მიაწოდეს ინფორმაცია  იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ და უპასუხეს მათ შეკითხვებს.