ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურო ამოქმედდა 2007 წლის ნოემბერში. მისი  სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ქალაქ ქუთაისს, ასევე, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის,  წყალტუბოსა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებს.

ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროში დასაქმებული არიან საზოგადოებრივი ადვოკატები, კონსულტანტები და სპეციალისტი. ბიუროს ხელმძღვანელობს ესმა ნორაკია.