Top
ონლაინ დახმარება

 

ჩატრდა ტრენინგი ნაფიც მსაჯულთა საკითხებზე

2026 წლის 15-16 აპრილს, თბილისში იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე "ადვოკატის უნარ-ჩვევები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე".
ტერნინგს უძღვებოდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის  აღმოსავლეთ საქართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელი სულხან კომახიძე და დასავლეთ საქართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელი გელა სიორდია.
აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების სამსახური წლების განმავლობაში ჩართულია ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესებში და არსებობს აღნიშნულ დავათა გადაწყვეტის პოზიტიური სტატისტიკა - დასაცავ პირთა სასარგებლოდ. 
ტრენინგზე განიხილებოდა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის, შესავალი სიტყვის, პირდაპირი დაკითხვის ტექნიკის და სტრატეგიის, ჯვარედინი დაკითხვის, მოწმის იმპიჩმენტის, პროტესტის, დასკვნითი სიტყვის მომზადების საკითხები. 
ადვოკატებმა გელა სიორდიამ და სულხან კომახიძემ,  მათ პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, კოლეგებს წარმოუდგინეს პრაქტიკული სამუშაოები. 
ღონისძიება ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით.
 

LASUNDP Georgiamobileconsultationcenter DeutscheBotschaftTiflis